13:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 15:06:11, 3077 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი სააკაშვილზე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არქიტექტორს ვერ ელევა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არქიტექტორს, მიხეილ სააკაშვილს ვერ ელევა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ებღაუჭება სააკაშვილს, რითიც შანსებს ინულებს.

„აქ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დანაყოფების მომავალი კვლავ ნულთან ახლოსაა. იმიტომ, რომ ისინი თავის არქიტექტორს ვერ ელევიან. ესაა ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა მოქალაქეობაზე. სააკაშვილი აზიანებს ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია ებღაუჭება მას და კიდევ უფრო ანულებს საკუთარ შანსებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics