14:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:18:37, 474 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მე-3 წელია უპრეცედენტოდ წარმატებულ რთველს ვატარებთ

"უკვე მე-3 წელია  უპრეცედენტოდ წარმატებულ რთველს ვატარებთ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რთველთან დაკავშირებით ბოლო  ერთი კვირის განმავლოვბაში მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო. 
"ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რთველთან დაკავშირებით. უკვე მე-3 წელია  უპრეცედენტოდ წარმატებულ რთველს ვატარებთ.ყველას მინდა  შევახსენო, რომ არასოდეს არ ყოფილა არათუ ასეთი ინტერესი, ამის ნახევარი ინტერესიც არ ყოფილა წინა მთავრობის დროს.რომელი მთავრობა ახსოვს რომელიმე ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც დაპირებული 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა კერძო სექტორის დახმარებით. დღემდე არის 1 მილიარდ  ლარამდე ჩადებული ინვესტიცია სოფლის მეურნეობის დარგში. ასეთი ინტერესი ამ დარგის მიმართ არც  ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.უკვე მესამე წელია წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამას. იაფი აგროსესხების პროგრამა მე-3 წელია წარმატებით გრძელდება. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა აწარმოე საქართველოში. მხოლოდ წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში შევიდა 290 მლნ ლარი.290 მლნ ლარი შევიდა კახელი გლეხების ოჯახში, ფერმერების ოჯახში. აქედან დაახლოებით, 100 მლნ ლარი იყო სუბსიდირება, რაც სახელმწიფომ გაიღო 2 წლის წინ. გასულ წელსაც სუბსიდიის თანხა თეთრ ყურძენზე იყო 35 თეთრი.წითელზე  იყო 15 თეთრი.ეს არის რეალური ფაქტები. წელს გვაქვს იგივე- თეთრზე გვაქვს 35 თეთრი, წითელზე გვაქვს 15 თეთრი სუბსიდურების თანხა. ანუ ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხირდან,  არაფერი შეცვლილა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics