|
2020-09-05 14:09:07, 4025 ნახვა
ეკონომიკა
სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების ტრენინგები მიმდინარეობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. “ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ვანი, ხონი) ჩატარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ლაშა ციგრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თხილის წარმოების აგროტექნოლოგიაზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე, მოსავლის აღებისა და შენახვის პირობებზე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ტრენინგის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო კლიმატის ცვლილებას, მისგან გამოწვეულ რისკებს და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, რომელიც მსმენელებს “ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო. ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებში არის პრიორიტეტული. ტრენინგების ფარგლებში სულ 260-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა. “ეკო-გრანტების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები მეფუტკრეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. “ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC".
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)