10:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 21:57:38, 2731 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების" ლიდერებს საწარმოს დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა უმასპინძლა და სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

კომპანია „ეკო ჯორჯია" პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს.

კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან, სიმბოლურად 1 ლარად მიიღო და წარმოების 500 ტონამდე გაზრდის ვალდებულება აიღო.

კომპანია „ეკო ჯორჯიამ" სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics