2020-09-02 16:18:33, 11121 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძის განცხადებით, ჩაქვში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა მის კოლეგას უკავშირდება
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩაქვში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა მის კოლეგას უკავშირდება.
გამყრელიძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტა, კომენტარი არ გააკეთა.
„ექიმთა კონფერენცია მიმდინარეობს ჩაქვში. იქ არის ერთი საეჭვო შემთხვევა ჩემს კოლეგასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს კოლეგასთან იყო კონტაქტირებული. შესაძლოა იქ იყოს დადებითი შემთხვევა, ველოდებით ლაბორატორიულ შედეგს“, - განაცხადა გამყრელიძემ „დღის კურიერში“.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტა. მიზეზად სახელდება ის, რომ ერთ-ერთ სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან