09:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 11:14:03, 1432 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის ბოდიშზე - 8 წლის თავზე გაახსენდა დანაშაული, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ენმ-მ ჩაიდინა

8 წლის თავზე გაახსენდა დანაშაულები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ენმ-მ ჩაიდინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბოდიში არის აღიარება, იმ დანაშაულის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა.

„12%-ით „ნაციონალური მოძრაობა არის მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს, ეს არის მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics