09:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 10:16:00, 1477 ნახვა

პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა და ბიუროს სხდომა ჩატარდება.

სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისაც. ცვლილებების თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალური პროკურატურის წლიურ ანგარიშსაც უნდა მოუსმინოს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics