22:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 18:55:19, 3254 ნახვა

ეკონომიკა
PSP საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს

თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ დასავლური მწარმოებელი კომპანიები, თურქეთის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით თურქეთში აწარმოებენ, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია აღნიშნული მედიკამენტების თურქეთიდან საქართველოში კომერციული იმპორტი და რეალიზაცია. საქართველოში იგივე დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი ევროპიდან ხორციელდება.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-114  და მე-115  მუხლების თანახმად დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა. გამონაკლისის სახით, საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა შესაძლებელია ამავე კანონის მე-1113 მუხლის თანახმად მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის.

PSP უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე (ფორმა 100) ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ჩამოტანილი მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქებში გასაყიდი ფასის იდენტურია. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე 591 90 22 47 ან 551 93 44 55, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტი და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე.

#პსპშენიოჯახისგვერდით





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics