11:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 17:33:28, 1790 ნახვა

საზოგადოება
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გვინდოდა ტექნიკური ინფორმაციის მიღება, თუმცა ავტომობილს არ ჰქონდა მაღალი რანგის კომპიუტერული მახსოვრობა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილს ავტომობილს არ ჰქონდა ისეთი რანგის კომპიუტერული მახსოვრობა, რომლითაც ტექნიკურ ინფორმაციას ბოლომდე მივიღებდით.

როგორც მან ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილის უკანა მხარეს თმა ამოიღეს, რომელიც დალუქულია.

„ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა.

ჩვენ გვინდოდა ტექნიკური ინფორმაციის მიღება კომპიუტერიდან, მაგრამ ამ ავტომობილს არ ჰქონდა ისეთი რანგის კომპიუტერი, რომლითაც ინფორმაციას ბოლომდე მივიღებდით. ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა. შესაბამისად, ვნახეთ, რომ კონდიციონერი იყო გამორთული, რაც ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. ასევე, ავტომობილს დაზიანებული აქვს წინა მხარე და არ ვიცით, რამდენად შეეძლო გადაადგილება. ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ექსპერტიზა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics