08:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 12:18:01, 2826 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის" მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, მასშტაბური სოციალური პროექტის - ე.წ. „ოცნების ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერეს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  „ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ე.წ. „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შედეგად, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.

ე.წ „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა გადაიჭრება.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარია. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.

პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები - Unicef-ი და  წითელი ჯვარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics