23:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 14:20:15, 5832 ნახვა

კომენტარი
მეუფე გიორგი 11 წლის გარდაცვლილ ბავშვზე - თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს

„თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს“, - ამის შესახებ თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფემ, გიორგი შალამბერიძემ ტელეკომპნაია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მეუფემ აღნიშნა, რომ საკითხს კარგად არ იცნობს, მაგრამ თუ თვითმკვლელობაა ვერაფრით დაეხმარებიან.

„არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics