07:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 14:10:59, 7785 ნახვა

მსოფლიო
პირველი სექტემბრიდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში სკოლები და ბაღები იხსნება

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ქალაქ ვუჰანში სკოლები და ბაღები გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, შემოდგომის სემესტრის დაწყებისთანავე, ქალაქის მასშტაბით 2 842 საგანმანათლებლო დაწესებულება აპირებს კარი გახსნას თითქმის 1,4 მილიონი სტუდენტისთვის.

თუკი ქალაქში ეპიდსიტუაცია რისკის შემცველი გახდება, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში საგანგებო გეგმები უკვე შედგენილია. 

ადგილობრივი ხელისუფლება სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქალაქში ნიღბების ტარებას ურჩევს. ამასთან, მათივე რეკომენდაციაა, რომ ისინი შეძლებისდაგვარად მოერიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

სკოლებმა ყოველდღიურად უნდა წარუდგინონ ანგარიში ჯანდაცვის ორგანოებს.

ინფორმაციისთვის, ჩინეთის ცენტრალური ქალაქი, სადაც სავარაუდოდ, COVID-19 წარმოიშვა, იანვრის ბოლოდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ქალაქში  დაღუპულთა რიცხვი 3,869-ს შეადგენს, რაც მთლიანად, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა  80%-ს აღემატება.

ვუჰანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს აპრილიდან დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქალაქში კარანტინი მოიხსნა. 18 მაისიდან დღემდე, ქალაქში კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics