09:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 10:36:33, 4452 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა  და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს  და ბ.ბ.-ს  ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გ.ს.-ს დანით მიაყენა ჭრილობები  გულმკერდის და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი გ.ს. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ.,  რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

სამართალდამცველებმა  გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

უწყებამ  გ.ზ.-ს ბრალდება სსსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), დ.თ.-ს სსსკ-ის 370-ე  მუხლის მე-3  ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა), ხოლო ბ.ბ-ს სსსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა.

პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს  და დ.თ.-ს  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების  შუამდგომლობით  სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics