13:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 11:09:22, 535 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავ, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქროს.

მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით აღნიშნული ცვლილება უმნიშვნელოვანესია.

"როგორც ცნობილია, პარლამენტში, დეპუტატთა 50%-ზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და შესაბამისად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ამასთან დაკავშირებით, მე მინდა მივმართო თხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ვფიქრობ, კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics