13:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:41:01, 397 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ პოლონეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმისა და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ლაიამ ფოქსს და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის წევრს, პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვლოძიმიერჟ ჩიმოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. დავით ბაქრაძემ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ლაიამ ფოქსმა დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატა მზაობა, აქტიურად განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის დაყენება.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის წევრმა ვლოძიმიერჟ ჩიმოშევიჩმა შეხვედრისას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი პოლონეთის მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, მან განსაკუთრებით აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესში ევროპული ქვეყნების ღირებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და სახელმწიფო მინისტრს ამ კუთხით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics