|
2020-08-14 19:14:20, 1102 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია - ბელარუსმა გაერთიანება და ხელისუფლებისთვის უარის თქმა შეძლო
ბელორუსმა გაერთიანება და ხელისუფლებისათვის უარის თქმა შეძლო, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუდან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას და მისი გამარჯვების უმრავლესობას აღარ სჯერა. „ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავინ ელოდა, რომ ბელარუსს გაერთიანება და ხელისუფლებისთვის უარის თქმა შეეძლო. თუმცა ეს მოხდა, უმრავლესობა ცვლილებების მომხრე ვართ. ამას აქვს დოკუმენტური მტკიცებულება. კომისიის მიერ დათვლილი ხმათა უმრავლესობა ჩვენ გვეკუთვნის. ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას და მისი გამარჯვების უმრავლესობას აღარ სჯერა. სულ ვამბობდით, რომ ხმები არაძალადობრივი მშვიდობიანი გზით უნდა დაგვეცვა, თუმცა მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ სისხლიან ორთაბრძოლად გადააქცია, ვითარება კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას დიალოგისკენ და ვთხოვ ყველა ქალაქის მერს 15-16 აგვისტოს გახდნენ მშვიდობიანი მასობრივი შეკრების ორგანიზატორები თითოეულ ქალაქში“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)