15:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 11:21:57, 1005 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის,  როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით,  სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თუშეთში საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების და თუშეთის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებთან ერთად,  ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივები, მისი ფუნქციონირების, მართვასა და ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობები გაჩნდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics