|
2015-09-09 16:04:18, 468 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი პოლონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამუშაო ვიზიტი ევროპაში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა და ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოფიციალური თბილისის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული ვითარებაც შეაფასეს და საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან თავსებადობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგასთან 2016 წლის ნატოს „ვარშავის სამიტზე“ და საქართველოსთვის სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროპაში ზუსტად ესმოდეთ რეგიონში არსებული რეალური ვითარება და იმ გამოწვევების სიმძიმე, რომელშიც დღეს საქართველოა. თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და დაუშვებელია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების განცალკევებულად განხილვა. ამ გზაზე, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატო ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)