15:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 18:53:32, 1200 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - არჩევნებმა „დღესასწაულივით“ ჩაიარა , ზოგს კი ამის ჩაშლა უნდოდა

„არჩევნებმა „დღესასწაულივით“ ჩაიარა , ზოგს კი ამის ჩაშლა უნდოდა“ , - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მის ხელისუფლებას ხალხისთვის დღესასწაულის ჩუქება უნდოდა.

„თქვენ ხომ ნახეთ რომ ჩვენ გვსურდა ხალხისთვის დღესასწაულის ჩუქება”, -  განაცხადა ლუკაშენკომ დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარესთან, სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.

მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics