|
2020-08-08 15:41:49, 2408 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშთან, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს. ომის გმირებს ადგილობრივი ხელისუფლების გარდა პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა ლევან ამირიძემაც მიაგო. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, დისველში, რატევანსა და ტანძიაში იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა. 2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „8 აგვისტო საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ომმა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ჩვენს მოქალაქეს საკუთარი სახლები დააკარგვინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი ბოლნისელმა ჯარისკაცებმაც შესწირეს. დღეს ამ გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ამ ბიჭების თავგანწირვა, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. მათი ცხოვრება და გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამშობლო, მისი თავისუფლების დაცვა უპირველესი ღირებულებაა, რომლის გაფრთხილებაც ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყანა ყველა დასახულ მიზანს მალე მიაღწევს, რადგან ქართველების ეროვნული იდეალები თავისუფლება და მშვიდობაა, რაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)