01:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 11:47:12, 2422 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე წინა ხელისუფლებაზე - როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები? - ასე გამოეხმაურა წინა ხელისუფლების აგვისტოს ომისას მოქმედებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, ის რომ მოსახლეობა ომში ევაკუაციის გარეშე დატოვეს, სხვა განსჯის საკითხია.

„რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ, რუსი კარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან და რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ აგრესიით სცადა თავდასხმა საქართველოს თავისუფლებაზე.

2008 წლის აგვისტოში ჯარისკაცებმა იბრძოლეს ბოლომდე, მოსახლეობამ განიცადა დიდი ტანჯვა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ტერიტორიები. თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა შეცდომებთან ბევრი გადაწყვეტილება არასწორად მიიღო, მაგალითად მოსახლეობის ევაკუაციის გარეშე დატოვება, როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ესაა სხვა განსჯის საკითხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics