00:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:40:18, 1253 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი: ახალი პროექტების განხორციელებისას მინიმალური უნდა იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს ღია კარიერული წესით მეორადი კვარციტული მადნის საბადოს ,,ბნელიხევის პროექტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებულ კვლევებზე, მადნის მოპოვება-გადამუშავების სქემებზე, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაცვის სავალდებულო ღონისძიებებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ბოლო პერიოდში, მსხვილი კომპანიები სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობას. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მათი განხორციელებისას მინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი პროექტის დაწყებამდე, გარემოსდაცვითი ღონისძიებები დეტალურად გაიწეროს, რათა სამუშაოები კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის კუთხით კომპანია არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რომელიც განსაზღვრული იყო სამინისტროს მიწერილობით, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ცალკეული ვალდებულებები კომპანიას შესასრულებელი აქვს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics