12:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 12:59:45, 488 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: საქართველო რეგიონში უდავოდ ლიდერია

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალქესანდრა ჰოლ ჰოლის შეფასებით, საქართველო ძალიან კარგად ვითარდება და მიხედავად იმისა, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ის რეგიონში ლიდერია.

ამის შესახებ ელჩმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში"' განაცხადა.

„არ მიმაჩნია, რომ შემიძლია ვიქადაგო და გასწავლოთ, რა არის იდეალური დემოკრატია. საქართველოში მოვლენები აქტიურად ვითარდება და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ ქვეყანას.  სხვებისგან განსხვავებით, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი  და ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან კარგად ვითარდება. საქართველომ მისცა მოქალაქეებს საშუალება, გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი.  აქვთ თუ არა მოქალაქეებს წვდომა ინფორმაციაზე, აქვთ პოლიტიკურ ძალებს და მედიას საშუალება, გამოწვევების წინაშე დააყენოს მთავრობა? ამ კითხვებზე ჩემი პასუხია - დიახ.  არის გარკვეული ინციდენტები, მოვლენები, რომლებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, მაგრამ ძირითადად, საქართველომ შესანიშნავად იმუშავა და უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია,  ქვეყნის შიგნით ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია, საქართველო რეგიონში უდაოდ ლიდერია“,-განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics