20:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 16:16:30, 2008 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო, საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისთვის კომპენსაციის მიცემას, მხარს უჭერს

საპატრიარქოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ კომპენსაციის მიცემას იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’  ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც  იღებდნენ.

შეხვედრაზე  განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ  საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც  ითვალისწინებს  კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი .

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა  ზემოაღნიშნულის განხორციელებას.

ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ  და ვიმედოვნებთ, იგი  რეალობად მალე იქცევა“, - განაცხადეს საპატრიარქოში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics