21:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-02 13:43:30, 2481 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი - მასალების გადმოცემაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან

„მასალების გადმოცემაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმის მასალებს  ჯერ კიდევ ეცნობიან“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას შუამდგომლობით მიმართა მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ჯერაც ეცნობიან საქმის ყველა მასალას.

„რაც შეეხება ვერსიას, რაც მასმედიაში გაჟღერდა, ყველა ვერსიამ უნდა იარსებოს და ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება მომხდარზე. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ძალიან მყარი, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. დედამ და მამამ დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნერვიულობდა ბავშვი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი პროფესიიდან და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ საქმის მასალას ეცნობა, რომელიც დიდია და ვერ მოასწრეს საქმის გაცნობა. საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics