12:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 15:09:38, 459 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას არ იზიარებს

„მე არ ვიზიარებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას იმის შესახებ, რომ არის რაღაც მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და იქიდან გავაგრძელოთ ცხოვრება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს 2015 წლის თბილისის საერთშორისო კონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელისი თქმით, სწორედ ლიტვის გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ ამ მოცემულობების წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახადა.

„მე არ ვიზიარებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას იმის შესახებ, რომ არის რაღაც მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და იქიდან გავაგრძელოთ ცხოვრება. სწორედ ლიტვის გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ ამ მოცემულობების წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი გახადა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ამიტომ მე დიდი უფრო დიდი სიამოვნებით გავიზიარებ ლიტვის გამოცდილებას 90-იანი წლებიდან, როდესაც ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და საბოლოო ჯამში დასახულ მიზნამდე მივიდნენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან მიმართებაში, მსოფლიო იქნება ისეთივე ადეკვატური, როგორიც იყო თავის დროზე ბალტიისპირეთთან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics