|
2020-07-31 10:42:45, 4205 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია
„საქართველოს ბანკის“ ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი უკვე ცნობილია და ის გუგა ბურდულია. გუგა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფილადელფიაში, Temple University-ში ორი წლით გაემგზავრება. ფულბრაიტის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული სწავლას კომპიუტერულ მონაცემთა მეცნიერების პროგრამაზე გააგრძელებს. ის აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. წელს ფულბრაიტს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატია. „განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიიღონ დაფინანსება. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. წელს კი ჩვენი სტიპენდიატი - გიგა ბურდული ფილადელფიაში, Temple University-ში გაემგზავრება. გვინდა მივულოცოთ მას ეს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება ჯერ კიდევ გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება ხვალ, 1 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია „საქართველოს ბანკი“, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)