|
2015-09-07 12:21:50, 433 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიძე: ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამით ჩვენი ყოფა არ მთავრდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილებაა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგოამარეობაზე აისახება. ქადაგიძის განცხადებით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ახლა ერობლივი მუშაობაა საჭირო. „ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ. კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, არ არსებობს. რაც შეეხება ზედამხედველობის გამოყოფას, მე ვთვლი და ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამით არ მთავრდება ჩვენი ყოფა და დღევანდელობა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დღეს გვაქვს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ის, რაც გაუფასურებულმა ლარმა მოიტანა. ახლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში, რამაც უნდა გამოიწვიოს ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)