04:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:09:14, 4079 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - დღეს, უკვე დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესშიცაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ავიწროვებს ამერიკულ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ხაზგასმულია, რომ „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში პროგრესი შეჩერდა“.

სალომე სამადაშვილის თქმით, დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ავიწროვებს ამერიკულ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, მათ შორის არ აძლევს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ამერიკელ ინვესტორებს და აძლიერებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენას ჩვენს რეგიონზე, ეს მე ვფიქრობ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს, უკვე დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესშიც არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics