2020-07-30 10:41:29, 3258 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მცხეთის მაჟორიტარად იყრის.
როგორც ბესელიამ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, იყრიან თუ არა კენჭს პარტიიდან თბილისის ოლქში.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ მცხეთის ოლქში კენჭს რეგიონის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე იყრის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,