12:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 10:03:19, 514 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან

„ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ორმაგად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ მეზობლებთან ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, განსაკუთრებით რუსეთთან.

„გასულ წელს მე ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც მთავარ გეგმას წარმოადგენს საქართველოს მოდერნიზებისთვის. საქართველოს დემოკრატიის მთავარ კომპონენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. ჩვენი მცდელობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაა. ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა უფრო ღია სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც პრაქტიკულ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით რუსეთთან. მიუხედევად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, საქართველო შეერთებული შტატების და ევროპის პარტნიორად რჩება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „რუუმს ჰოტელში“ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,  თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics