22:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 11:45:18, 2594 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, საუბარია დახაზვით სამუშაოებზე.

თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ შეიქმნება“, განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics