2020-07-28 18:33:31, 3874 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - საქართველოსთან მიმართებით ინტერესი დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ
„საქართველოსთან მიმართებით ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგი შანსია საქართველოსთვის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება.
„ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა, როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ საკმაოდ ფართოდ ურთიერთობები გვაკავშირებს სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოსთან მიმართებით ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან