23:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 13:42:40, 1973 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ქუჩიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე  გაეცნო.

„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics