23:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 12:24:54, 4403 ნახვა

მსოფლიო
სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა „ქართული ოცნება“ გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება

სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა „ქართული ოცნება“ გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასთან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს - სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ს კონგრესმა, როდესაც დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics