19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 14:20:41, 2233 ნახვა

რეგიონი
აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიანაჭარაში მოგზაურობით გაიხსნება.

ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ.

პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება  ონლაინ კამპანიით ხორციელდება.

 „ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ. აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით. აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ის უფრო მეტია თავისი სათავგადასავლო, ეკოტურისტული თუ გასტრონომიული ტურისტული მარშრუტებით, ტრადიციებითა თუ კულტურით. პროექტი ბლოგერების კამპანიით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვასა და მოგზაურობას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics