|
2015-09-05 10:27:39, 367 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ამბასადორიალი ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ამბასადორიალი ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი იყო. "ძალიან წარმატებული ამბასადორიალი ჩავატარეთ უკვე ახალ მინისტრთან ერთად. მიხარია, რომ სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა ყოველწლიური შეხვედრის. მინდა, გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-აღნიშნა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის დასასრულს საქართველოს ელჩებს უმასპინძლა. სამუშაო ვახშამს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ამბასადორიალის მონაწილეებს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით დასრულება მიულოცა. მანვე ქართველ დიპლომატებს "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "სოლიდარობის ფონდი დააარსდა ერთი წლის წინ და უკვე მობილიზებულია 3 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდა 143 ბავშვის მკურნალობას. ეს ნამდვილად კეთილი საქმეა, რომლის განხორციელებაც ჩვენ ერთობლივად შევძელით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)