|
2020-07-23 19:49:43, 4761 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება ბოლო დროს გარკვეული ჯგუფების მიერ დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფრომაციას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიზანმიმართული მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოსახელობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოსახლეობის ინფორმირებისთვის გვსურს, დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის ისტორიული პროექტის შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. დაბა კაზრეთში 9-სართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ლიფტების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, 2015 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დაბა კაზრეთში არსებული ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა განხორციელდა. 2016 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, პროექტის ტექნიკურ ექსპერტიზას და მის განსახორციელებლად დაფინანსების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებდა. მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების პროცესი კი 2017 წელს დაიწყო. სამუშაოები ეტაპობრივად, სამი წლის მანძილზე განხორციელდა. 68 შახტიდან 64 „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი ლიმიტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ღირებულებით 3 500 000 ლარი, ოთხი შახტა კი კომპანია ,,არემჯიმ’’ აღადგინა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განხორციელებაში სხვა რომელიმე კერძო კომპანიასა თუ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ლიფტების შახტების აღდგენის პროექტი კანონის სრული დაცვით განხორციელდა და დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ. ამ ისტორიული პროეტის განხორციელებამ დაბის მაცხოვრებლებს ლიფტების პრობლემა სრულად მოუგვარა და ეს ადგილობრივი, ცენტრალური და კერძო სექტორის კოორდინაციული, წარმატებული თანამშრომლობის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გარკვეულ ჯგუფებს არ გაავრცელონ პროექტის შესახებ მცდარი ინფორმაცია და ხელი არ შეუწყონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)