|
2020-07-23 17:58:33, 3296 ნახვა
სამართალი
მამუკა ჭელიძე - ადგილი, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსითაა დაშორებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ეს მიმართულება იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული. „დილას, დაახლოებით, 10 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის "ჭკვიანი" კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომობილს მართავს თავად. როგორც წესი, პოლიცია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, პირველ ეტაპზე, ოჯახის პოზიციებს და ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი შესაძლო გარდაცვალების ვერსიები, ამიტომ, ასეთ დროს ნებისმიერი სხვა ვერსია იხილება. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, დღევანდელ დღემდე, ოჯახის ჩართულობა არის ძალიან აქტიური. გამოძიების მიერ მოხდა აღმოჩენილი საეჭვო მარშრუტის, გადაადგილების ლოკაციის დეტალური შესწავლა. გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას შესაძლო დანახული მანქანის შესახებ. ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. ადგილი, კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, ხაიშში შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ამ მიმართულებაზე, იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული. ეს არ იყო ერთჯერადი გზა,სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ამ ავტომანქანას. როგორც მოგახსენეთ, გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომლებიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირების ლოკაცია იყო სხვა, სხვა არეალში, ამ კუთხით, ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის პოვნა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)