|
2015-09-04 18:47:47, 485 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ნორვეგია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ნორვეგია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიელ კლეგასთან, ბორგე ბრენდესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა, ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა ენერგეტიკის სფერო. ამჟამად, ნორვეგიული კომპანია “Clean Energy Invest“ მდინარე აჭარისწყალზე აშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს. როგორც მინისტრმა აღნიშნა ამ მასშტაბური და წარმატებული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის დამოუკიდებლობასა და მდგრადობას. გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობას. „EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ჩვენს ექსპორტიორებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს და გამოიწვევს დამატებით საინვესტიციო ინტერესს“-აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)