02:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 21:10:06, 2181 ნახვა

საზოგადოება
გიორგი თაბაგარი - ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს, კვერცხები და გუდრონი დაგვახვედრეს

„ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს, კვერცხები და გუდრონი დაგვახვედრეს“ , - ამის შესახებ თბილისი პრაიდის წევრმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი თვეა ოფისს პოლიცია იცავს, თუმცა თავდასხმები არ წყდება.

„ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს.

გუშინ დილით კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას.

პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა.

ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება!“ , -  განაცხადა გიორგი თაბაგარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics