22:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 14:09:51, 4509 ნახვა

კომენტარი
ოთო კახიძე თამარ ბაჩალეიშვილის საქმეზე - ბიძინას ზებრა ან პინგვინი რომ დაკარგულიყო, იმავე დღეს გადაატრიალებდნენ ყველაფერს

არც უძებნიათ გარდაცვლილი ადამიანი, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს.

როგორც კახიძე სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი შს სამინისტროს ანგარიშვალდებულებაა, არა საზოგადოების, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

„23 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი ჯერ არ ვიცით, მაგრამ...

5 დღის მანძილზე, ამდენი საგზაო, მუნიციპალური, კომერციული და სატელიტური კამერით აღჭურვილმა პოლიციამ ვერ იპოვა - არა რაიმე პატარა ნივთი, ან ტელეფონი, ან ჩანთა, ან ძაღლი...

მანქანა ვერ იპოვეს, 5 დღე.

ანუ არც უძებნიათ დაკარგული ადამიანი, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა.

ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყნის შს სამინისტრო, ბიძინას დაცვის უფროსით სათავეში, საზოგადოების ნაცვლად, ანგარიშვალდებულია ივანიშვილის წინაშე.

ბიძინას ზებრა ან პინგვინი რომ დაკარგულიყო, იმავე დღეს გადაატრიალებდნენ ყველაფერს”, - წერს ოთარ კახიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics