21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 11:23:38, 4852 ნახვა

რეგიონი
სახელმწიფოს მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“   იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ.

„ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით,  შპს „წინწყარო+“  წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც ყველის წარმოებასთან ერთად  რძისა და მაწვნის წარმოების საშუალებას იძლევა.  შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს მხოლოდ 1,5%-ის გადახდა უწევს, ხოლო 11%-ს  სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა  განაცხადა,   სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.  

შპს „წინწყარო+“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა.   საწარმოში დამატებით  225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ბენეფიციარის ინვესტიცია შეადგენს 70,000 ლარს.  საწარმო  დღიურად 4 ტონა რძეს გადაამუშავებს, ხოლო  წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას   ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს. საწარმოში  25 ადგილობრივია დასაქმებული.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი  ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი   გაფართოვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics