|
2020-07-20 23:26:49, 2175 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებპორტალი შექმნა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი - www.findouttbilisi.com შექმნა. ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო. “ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ ეტაპზე შიდა, ხოლო შემდეგში, უკვე საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქალაქებთან. ასევე, თბილისი არის გაწევრიანებული ისეთ ასოციაციაში, როგორიცაა EUROPEAN CITIES MARKETING (ECM). საერთაშორისო ქსელებზე სერვისების კატალოგს სწორედ ჩვენი პარტნიორი ქალაქების მეშვეობით გავავრცელებთ, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. www.findouttbilisi.com წარმოადგენს ონლაინპლატფორმას, რომელზეც თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია უფასოდ განათავსონ. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ აქტიურობას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას, ასევე, შიდა ტურიზმის გააქტიურებას. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით, პლატფორმაზე თბილისიდან გამყვანი ტურების/შეთავაზებების განთავსებაც არის შესაძლებელი. ვებგვერდის საშუალებით, ასევე, შეიქმნება კერძო კომპანიების კატალოგი, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და ასოციაციები ისარგებლებენ. ადგილობრივ კომპანიებს კი საშუალება ექნებათ, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ. ვებგვერდის პრეზენტაციას კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლები, ტურისტული გიდები და მცირე მეწარმეები დაესწრნენ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)