|
2020-07-20 10:08:11, 5449 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები. აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გზის 1 100 გრძივი მეტრი 2019 წელს მოეწყო, ხოლო 1 500 გრძივი მეტრი კი 2020 წელს გაგრძელდა. პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისას. გზით 3 სოფლის მოსახლეობის გარდა ისარგებლებს სხვილოს ციხესთან მიმსვლელი ვიზიტორებიც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)