|
2015-09-04 12:35:40, 333 ნახვა
პოლიტიკა
მერიამ მთავრობისგან თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გახსნაზე თანხმობა მიიღო
დედაქალაქის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის გახსნაზე თანხმობა მიიღო. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი 47 ჰექტარზე განთავსდება, ტენდერი კი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება. "საქართველოს მთავრობისგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მივიღეთ თანხმობა, რომელიც შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებას, კერძოდ პირველი ეტაპი ითვალისწინებს ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას, რისთვისაც 5 დღიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. მე მოვუწოდებ განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და ითვალისწინებს 2 მილიონ ლარამდე სამუშაოების შესრულებას. ზოოპარკი განთავსდება "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურსა და სენსროლოგიურ პარკს შორის", - აღნიშნა ნარმანიამ. მერის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის გახსნამდე ძველი ზოოპარკი იფუნქცონირებს, რომელიც 10 დღეში გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)