02:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-19 12:56:08, 2762 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი - პირველი დაკითხვისას ის ჩემ გარეშე იყო, ამიტომ დარიგებები არ მიუღია და სრული სიმართლე ილაპარაკა

„პირველი დაკითხვისას ის ჩემ გარეშე იყო, ამიტომ დარიგებები არ მიუღია და სრული სიმართლე ილაპარაკა“ , - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატმა, ანა ჟღენტმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და სიტუაციასაც გაერიდა, თუმცა მასზე თავდასხმა მაინც მოხდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე დაპატიჟეს, სადაც მოგვიანებით მივიდა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა, თუმცა ნაცნობებიც იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონებთან ერთად იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მცირედი შელაპარაკება მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არც ჩხუბი იყო და არც კამათი. შემდგომში იგი ადგა, რომ რამე პრობლემა არ შექმნილიყო ჩხუბის სახით და უბრალოდ, ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამ დროს მას წინ ხვდებიან პირები და როდესაც ეს სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ.

რაც შეეხება ამ პიროვნებების ამოცნობას, ნამდვილად არ იცნობს. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ, გვიანიც იყო და ბუნებრივია, ვერც იხსენებს, ვინ იყვნენ ის პიროვნებები. მინდა გითხრათ, რომ პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც დარიგებული იქნებოდა. მან სრული სიმართლე თქვა. შემდგომში საქმეში მე ჩავერთე. იგი დაზარალებულად სცნეს. მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის შემდეგ მათთან მიდის ჩიქოვანი. ამ შემთხვევაში, ჩიქოვანიც გახდა კამათის მონაწილეც და მას მიაყენეს დაზიანება, კერძოდ კი, თავის არეში. შემდგომში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვიან ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდა, იგი უკავშირდება თავის მეგობარს, მეგობარი დახვდა და წავიდნენ მასთან სახლში“, - განაცხადა ანა ჟღენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics