|
2015-09-03 16:34:02, 339 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტში „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტის პრეზიდენტის შენიშვნებს კენჭი უყარეს. დეპუტატებმა პრეზიდენტის ვერსიას მხარი არ დაუჭირეს. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნოდარ ებანოიძისა და თამაზ მეჭიაურის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა. ასევე მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)