|
2020-07-15 13:11:32, 1473 ნახვა
საზოგადოება
საია უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივების უფლება მიენიჭა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება 2021 წლის 1 იანვრამდე, შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით. როგორც ორგნიზაციაში მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. „14 ივლისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების - დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/450) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას 15 ივლისის შემდეგაც შეეძლება შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. საია უარყოფითად აფასებდა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შემოღებულ რეგულაციებს, რომლის გაგრძელებაც მოხდა 2021 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამიტომ 15 ივლისამდე დაწესებული რეგულაციები საიამ გაასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღიო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის იანვრამდე შეეძლება. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)