|
2020-07-15 11:34:38, 1523 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კანდელაკი - მთავრობა „ვიზეარს“ ფრენების უფლებას არ აძლევს
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დაახლოებით ათი დღის წინ გამართულ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მაქსიმალურად გართულება გადაწყდა. როგორც კანდელაკმა ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ამ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუწესდეთ ანტიკონსტიტუციური კარანტინის მოთხოვნა მაშინაც კი თუკი ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაშო ხუთ „გამწვანებულ“ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ამავე სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საზღვრები არ გაიხსნას საქარველოს ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის როგორიც პოლონეთია. „რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია ვიზეარს - რომლის ამუშავებას იმედის თვალით შეყურებს ათასობით ჩვენი ბიზნესი და ტურიზმზე დამოკიდებული ადამიანი განსაკუთრებით ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში - არაოფიციალურად განუცხადა რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს გერმანიასა და საფრანგეთში, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხს ჯერაც არ აძლევენ. მთავრობის სურვილია რომ ჩვენი ტურიზმისსა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა როგორიც ვიზეარია არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა კანდელაკმა. „სტუდენტები რომლებსაც აქვთ გერმანიაში მოკლევადიანი სამუშაო კონტრაქტები სწორედ ვიზეარის დე ფაქტო აკრძალვის გამო ზარალდებიან,“ დასძინა მან. გარდა ამისა, კანდელაკის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ეარ ბალტიკს“ სურს რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება, ეკონომიკს სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთზე თანხმდება. „მოგეხსენებათ რომ ავიაკომპანების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა. არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო“, - განაცხადა კანდელაკმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)